суббота, 26 декабря 2009 г.

წარსულით დაფერილი აწმყო

პროექტის სახელწოდება: "წარსულით დაფერილი აწმყო"
(კავთურას ხეობა)


პროექტის მოკლე რეზიუმე

პროექტი მოამზადა თბილისის 178-ე საჯარო სკოლამ. იგი ემსახურება მოსწავლეებში დამოუკიდებელი კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, კერძოდ, საქართველოს ერთ-ერთი კუთხის კავთურას ხეობის მაგალითზე. მისი გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და კულტურული ყოფის შესწავლას წარსულსა და აწმყოში.
მოსწავლეები გაეცნობიან კავთურას ხეობის წარსულსა და აწმყოს და გამოიმუშავებენ კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს (კვლევის, პრეზენტაციის, დაკვირვების, შეჯერებისა და მსგავსება-განსხვავების).

კვლევისათვის გამოიყენებენ და მოიძიებენ ლიტერატურულ და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მასალებს, ინტერვიუები და შეხვედრები ექნებათ ამ კუთხის გამოჩენილ ადამიანებთან, მოხდება არსებული ლიტერატურის გაცნობა და ადგილზე კვლევა აღნიშნული მიმართულებების მიხედვით (დღიურები, ჟურნალები, საკონფერენციო თემები, პრეზენტაციები, ვებ-გვერდი და ბეჭდური ჟურნალი კავთურას ხეობაზე).

დღეები მირბიან, წლები წლებს მისდევენ, საუკუნეები იმარცვლებიან, მაგრამ ის რაც ჩვენს წინაპრებს ჩვეთვის, მომავალი, შეუქმნია, იმას, რასაც მათი სულის ბეჭედი აზის, დღესაც ცოცხლობს, ცოცხლობს ვიზუალურად, ცოცხლობს უხილავად, შორიდან გვეფერებიან ჩვენი წინაპრების სულები, მიდით, ხელი შეახეთ, დავიწყების მტვერი გადააცალეთ ჩვენს სულში ჩაიხედეთ და მიხვდებით შეიგრძნობთ, იამაყებთ ქართველობით.

ჩვენი პროექტის მიზანიც ესაა _ წარსულით დაფერილ აწმყოში ამ ფერად გამოსხივებას ჩვენი წინაპრებისას მოწიწებით ხელი შევახოთ, გამოვიკვლიოთ რით სუნთქავდნენ, რა აწუხებდათ, რა უხაროდათ, რა აღაფრთოვანებდათ. კავთურის ხეობა შემთხვევით არ აგვირჩევია. ჩვენი წინაპრების ნიჭმა უხვად დაგვასაჩუქრა ტაძრებითა და მონასტრებით, უხვად გვაჩუქა ღირსეული წინაპრები, რომელთა ნააზრევი დღესაც კვებავს ქართველობის სულიერებას. ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვათა ნაფიქრზე და სრულვყოთ ჩვენი ფიქრები, აზრები, ბოლოს და ბოლოს დიდი დიდაქტიკოსი გურამიშვილიც ხომ შეგვაგონებდა: "მოსწავლე უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდან მოსული, სად არის, მივა სადაო". ამ კუთხემ გაზარდა დიდი მკვლევარი ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი, ამ კუთხემ გაზარდა სახელოვანი მწერალი გიორგი შატბერაშვილი. ჩვენც მათ კვალს გვინდა მივდიოთ, მათი შრომები გვასწავლიან როგორ შევაჩეროთ წამი, როგორ აღვწეროთ დღევანდელობა, შემდგომში, მომავალში სხვა თაობათა აწმყოს რომ დაფერავს. ვფიქრობთ, ამ კუთხეში ბევრი რამ იქნება საინტერესიო ლექსიკური თვალსაზრისით. ამიტომაც ჩავიწერთ და გამოვიკვლევთ ლექსიკას, გიორგი შატბერაშვილის მიერ შედგენილი "ჭაშნიკის" ერთგვარი გამგრძელებელნი გავხდებით, გავიმდიდრებთ ლექსიკას, ჩვენს სალიტერატურო ენას ხომ ქართლ-კახური დიალექტი უდევს საფუძვლად. ვიმუშავებთ ტოპონიმიკის განხრითაც შევაგროვებთ თიკუნებს, სადღეგრძელოებს, ფრაზეოლოგიზმებს, იდიომატურ გამოთქმებს. ერთი სიტყვით, გამოვიკვლევთ ამ კუთხის ქართულს. დარწმუნებული ვართ, გავაცოცხლებთ ბევრ მივიწყებულ სიტყვას, ფრაზეოლოგიზმს, იდიომს, გავეცნობით ჩვენი წინაპრების სულის ამოძახილს, ლექსებს, მხატვრულ ნააზრევს, შევისწავლით გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას და გავაცნობთ თანატოლებს როგორც გზავნილს წარსულიდან, არ მოვწყდებით ფესვებს, რომელიც ასე ღრმად არის გადგმული წარსულში, ხელს გავუწვდით წარსულს აწმყოდან.

პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ აქტიურად ჩართვას დამოუკიდებელ სამეცნიერო საქმიანობაში.

ამოცანები:
I. შვიდდღიანი საველე ექპედიციის ორგანიზება კავთურას ხეობაში, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ კუთხის შესწავლა და კვლევა. ასევე:
I.1. მოხდება შესწავლა, გაცნობა და გამოკვლევა ამ კუთხის ლექსიკის, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმების, სადღეგრძელოების, დალოცვებისა და სხვადასხვა გვარების ისტორიის;
I.2. მოხდება გაცნობა ხალხური თქმულებების, ლეგენდების, გადმოცემების, ლექსების;
I.3. შეისწავლიან ამ კუთხის ტოპონომიკას;
I.4. შეისწავლიან ამ კუთხის გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას და იმუშავებენ მათი ბიოგრაფიების შედგენაზე;
I.5. შეხვდებიან ამ კუთხის გამოჩენილ შვილებს, შედგება თაობათა დიალოგი წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე;
I.6. იმუშავებენ მოპოვებული მასალის ლექსიკონების შედგენაზე;
I.7. ჩაიწერენ თიკუნებს, იუმორისტულ ისტორიებს;
I.8. შეიწავლიან ეპიტაფიებს;
I.9. სურვილი გაუჩნდებათ პირადად მოინახულონ და შეიწავლონ ციხეგორას ნამოსახლარი, ძველი ტრადიციები, რომლებიც ქრისტიანობამდე არსებობდა საქართველოში, კერძოდ, კავთისხევში (აღსანიშნავია, რომ მსხვერპლშეწირვის დროს, ჯერ კიდევ ძვ.წ. IV-III ათასწლეულში, აიკრძალა ადამიანის შეწირვა).

II. პროექტის პერიოდში მოსწავლეთა მიერ შესწავლილი იქნება ამ ხეობაში არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლები:
II.1 კავთის წმინდა გიორგის ეკლესია
II.2 პარატისი
II.3 ქვათახევის მონასტერი
II.4 წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
II.5 მონასელიანთ წმინდა გიორგის ეკლესია
II.6 ძლევის ქედის წმინდა გიორგის ეკლესია
II.7 იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
II.8 ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
II.9 ივდითის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
II.10 გ.შატბერაშვილის სახლ-მუზეუმი
II.11 ო.კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი
II.12 ბარკალას სკოლა
II.13 ანანას მთა
II.14 თამარ მეფისა და მხარგრძელის სკამები
II.15 გაეცნობიან და შეიწავლიან ამ კუთხის რელიეფს და ამგებ ქანებს
II.16 შეიწავლიან ამ კუთხის ჰავას
II.17 შეისწავლიან და გამოიკვლევენ ორგანულ სამყაროს

III. ასევე პროექტის განხორციელების პერიოდში მოხდება:
III.1. მოძიებული მასალის თემატურად დალაგება (ჩანაწერების, ლეგენდების, ინტერვიუების...) .
III.2. კვლევის შედეგად მიღებული შედეგების შეჯამება, ფოლკლორული საღამოსა და კონფერენციის ჩატარება.
III.3. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კავთურას ხეობის ვებ-გვერდისა და ჟურნალის შექმნა.

ამ საკითხზე მუშაობენ თემატური ჯგუფებ
თითოეულ თემატურ ჯგუფს ხელმძღვანელობს შესაბამისი პროფილის მასწავლებლები:
1. ციცინო ჯაბახიძე - ქართული ენა და ლიტერატურა
2. ლია ჯანაშია - ისტორია-ეთნოგრაფია
3. მანანა იაკობაშვილი - გეოგრაფია-ბიოლოგია
4. ირმა კელაპტრიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობა
5. დარეჯან გეგეგშიძე- საინფორმაციო უზრუნველყოფა

მოსწავლეთა ჩართვა ინტერესის მიხედვით (ჯგუფში სამუშაოს განაწილება):

პროექტის შესრულებისათვის დაგეგმილი სამუშაოების განაწილება
საველე ექსპედიციამდე და ექსპედიციის შემდეგ:
დეკემბერი_იანვარი
1) მიმართულებების განსაზღვრა
2) ისტორიული წყაროების მოძიება
3) ლიტერატურული წყაროების მოძიება

თებერვალი_მარტი
ხეობაში დაბადებულ გამოჩენილ ადმიანებთან შეხვედრები (ინტერვიუები, შეხვედრები სკოლაში)
ვ. კოტეტიშვილი
ს. აღაპიშვილი-მხატვარი
ა. მონასელიძე- მხატვარი
გ. შატბერაშვილის შთამომავლები

აპრილი_მაისი
მოძიებული მასალების დალაგება თემატურად (ჩანაწერების, ლეგენდების, ინტერვიუების ვიდეო მასალის), კონფერენციისათვის მზადება.

ივლისი
შვიდდღიანი საველე ექსპედიცია კავთურას ხეობაში: მიმართულების მიხედვით ჯგუფების მუშაობა ადგილებზე, დღიურების შედგენა, დღის მანძილზე გაწეული მუშაობის ანალიზი (დებრიფინგი), მეორე დღის ამოცანების დასახვა

ოქტომბერი_ნოემბერი
კვლევის შედეგად მიღებული შედეგების შეჯამება - ფოლკლორული საღამო, კონფერენცია

ვებ-გვერდისა და ჟურნალის შექმნა სახელწოდებით “კავთურას ხეობა”

პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები

1) მოსწავლეები საფუძვლიანად გაიცნობენ და გამოიკვლევენ საქართველოს ერთ-ერთი მხარის კავთურას ხეობას
2) მოახდენენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას.
3) მოახდენენ შედარებასა და დაკვირვებას მოძიებული მასალების მიხედვით ძველ ყოფასა და თანამედროვე ცხოვრებას შორის.
4) მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას და გაინაწილებენ პასუხისმგებლობას.
5) მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები დამოუკიდებელი და ინტეგრირებული კვლევისა, კლევითი ხასიათის ნაშრომების შექმნისა, დამოუკიდებლად კვლევის წარმართვის უნარი, პრობლემების დანახვისა და გამოკვეთის უნარი, ნაშრომის თვალსაჩინოებით გამდიდრებისა და ამ თვალსაჩინოების ეფექტურად გამოყენების უნარი, მსჯელობისა და სათანადო დასკვნების გაკეთების უნარი.
6) საბოლოო ჯამში ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას, ცოდნის ეფექტურ გამოყენებასა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
7) საგულისხმოა, რომ პროექტი გაგრძელდება. შემდეგ საკვლევ ობიექტად უკვე შერჩეულია სოფელი გერგეტი და ხევი (საზოგადოდ).

პროექტის მნიშვნელობა და მისი გამოყენებითი ხასიათი:

1. პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაიფართოვებენ თვალსაწიერს, გაეცნობიან და გაითავისებენ ხალხის წიაღში ჯერ კიდევ არსებულ სულიერ წარსულს, შეიგრძნობენ მშობლიურ გარემოს, გაეზრდებათ მზრუნველი დამოკიდებულება წარსულისადმი, გაუღრმავდებათ პატივისცემის გრძნობა, განუვითარდებათ ერთად ცხოვრებისა და საერთო გარემოს შეგრძნება და ამ გარემოშივე მზრუნველობითი დამოკიდებულება, რაც საბოლოო ჯამში პატრიოტიზმის გრძნობას გაუმძაფრებთ. ყოველივე ეს კი სოციალური მობილიზაციის, მოქალაქეობრივი თვითშეგნების უნარ-ჩვევებს განუვითარებთ, რაც დემოკრატიული ქვეყნის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
2. მოძიებული ისტორიულ-ფოლკლორული და ლექსიკური მასალა, გეოგრაფიულ-ბიოლოგიური კვლევანი ყოველმხრივ აამაღლებს თავად მკლევარ-მოსწავლეთა ცოდნის დონეს, გააცნობს თავის სამშობლოს ერთ-ერთი ულამაზეს კუთხეს მრავალმხრივად. ვინაიდან, მოხდება აღნიშნული მასალის პოპულარიზაცია, ინტერნეტის საშუალებით კავთურას ხეობის ყოველმხრივი წარმოდგენა, რაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებოსათვის და ექნება შემეცნებითი მნიშვნელობა.
3. ეს პროექტი საყურადღებო იქნება ჯერ თავად მოსწავლეებისთვის, მერე ოჯახის, სკოლისა და თემისათვის. შესაძლებელია, საზოგადოება იმდენად დაიტერესდეს, რომ გამოცემის ტირაჟი გაიზარდოს. პოპულარულ ენაზე დაწერილი მოკრძალებული ჟურნალი, ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ საზოგადოების ფართო ფენებისათვის.